აზერბაიჯანთან კონფლიქტის საკითხზე, სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
აზერბაიჯანთან კონფლიქტის საკითხზე, სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. როგორც ევროპული სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანისთვის სასამართლოს გადაუდებელი ინსტრუქციების გაცემა მოითხოვა, რომ სამოქალაქო პირებზე თავდასხმები და სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით სამხედროების წინსვლა შეწყდეს.
სტრასბურგის სასამართლოში ამბობენ, რომ მოთხოვნის შესწავლა ხდება.