აზერბაიჯანში ვაქცინის მესამე დოზის მიღებისთვის ონლაინ-რეგისტრაცია დაიწყო
აზერბაიჯანში ვაქცინის მესამე დოზის მიღებისთვის ონლაინ-რეგისტრაცია დაიწყო

აზერბაიჯანში ვაქცინის მესამე დოზის მიღებისთვის ონლაინ-რეგისტრაცია დაიწყო. უახლესი სამეცნიერო კვლევის თანახმად, მესამე (გამაძლიერებელი) დოზა რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც 60 წელს ზემოთ ასაკის ორი დოზით აცრილი პირია.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის ასოციაციის ერთობლივ განცხადებაში.

არსებული ცნობებით, ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოქალაქეები კონკრეტულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდნენ.