თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა.
თურქ ლიდერსა და მის მეუღლე ემინე ერდოღანს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტისა და ჩატარებული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ერდოღანი პირდაპირ აზერბაიჯანში გაემართა.
თურქ ლიდერს ვიზიტისას თან ახლავს თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ფაჰრეთინ ალთუნი, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის სპიკერი ომერ ჩელიქი, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თურქული ჯგუფის ხელმძღვანელი ოსმან აშქინ ბაქი.
არსებული ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოინახულებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ბოლო ომის შემდეგ აზერბაიჯანელების მიერ დაბრუნებულ ქალაქებს – ფიზულისა და შუშას. ალიევისა და ერდოღანის ოფიციალური შეხვედრა სწორედ ქალაქ შუშაში შედგება, სადაც სხვადასხვა დოკუმენტს მოეწერება ხელი.