აზერბაიჯანში თავდაცვის ყოფილი მინისტრი რაგიმ გაზიევი დააკავეს. მას სახელმწიფო ორგანოების მიტაცებასთან დაკავშირებით მოწოდებების გაკეთებაში ედება ბრალი.
ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დროს, 12 და 13 ივლისს რაგიმ გაზიევი სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ავრცელებდა პროვოკაციულ ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
„ის მოქალაქეებს მოუწოდებდა მოქმედებებისკენ, რომელიც შეასუსტებდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე მოუწოდებდა მასობრივი არეულობისა და სახელმწიფო ორგანოების მიტაცებისკენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.