აზერბაიჯანში, შაქის ხანების სასახლეში ხის ტოტის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანში, შაქის ხანების სასახლეში 500 წლის ხის ტოტის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან ტურისტებიც. ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევის დროს დაზარალებულთაგან ორი საავადმყოფოში რჩება. დაშავებული ტურისტებიდან ორი რუსეთის, ხუთი კი სირიის მოქალაქეა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ბოლო პერიოდში იმ რაიონში, სადაც შაქის სასახლე მდებარეობს, ქარიანი ამინდია. სავარაუდოდ სწორედ ქარმა ჩამოტეხა ხის ტოტი.

შაქის ხანების სასახლე, რომლიც 1761-1762 წლებში აშენდა, იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი.