აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აშშ-ის ელჩებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს
აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აშშ-ის ელჩებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აშშ-ის ელჩებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს, რომელიც ბაქოში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა ავრცელებს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, ენდრიუ შოფერი და ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების საკითხებში კოორდინატორი, გრეგ ნაარდენი.

​განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ქვეყნის დედაქალაქებმა მსგავს შეხვედრას ადრეც უმასპინძლეს.

„კოლეგები რეგიონიდან და ვაშინგტონიდან შეიკრიბნენ იდეებისა და ინფორმაციის გასაზიარებლად. როდესაც შეერთებული შტატები აღნიშნავს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ერთგულებას ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.