აზერბაიჯანში პირველ სამამულო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დღეს სამხედრო აღლუმი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 3000-მდე სამხედრო, 150-მდე საბრძოლო ერთეული. მათ შორის წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და სარაკეტო-საარტილერიო დანადგარები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
იგეგმება საბრძოლო ხომალდებისა და ყატარღების დემონსტრაციაც. აღლუმზე გამოფენილი იქნება სამხედრო ტროფეიც, რომელიც აზერბაიჯანულმა არმიამ, სამამულო ომის დროს მოიპოვა.
აღლუმს დაესწრება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ბაქოში მეუღლესთან ერთად გუშინ ჩავიდა.