აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბრძანების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 7 თებერვალს და ჩატარდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესით.
აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა, შესაბამისად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო.