აზერბაიჯანის 13 ქალაქსა და რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის 13 ქალაქსა და რაიონში 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, მათ შორის დედაქალაქ ბაქოში, ჯალილაბადში, განჯასა და მინგეჩაურში.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმის ფარგლბში, აღნიშნულ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ასევე არ ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფე-ბარები და მუზეუმები.
პარალელურად, 5 აგვისტოდან მოქალაქეებისთვის გაიხსნება სანაპიროები, სადაც ჯერ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.