აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს
აზერბაიჯანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
იმ ქალაქებში,სადაც განსაკუთრებული კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, შაბათ-კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული იქნება გადაადგილება რაიონებს შორის.
ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 5 აგვისტოდან მოქმედებს.