ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბარდას სამხრეთ-აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში, 9.7 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ბიძგები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. პირველი არხი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მოგვიანებით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 171კმ-ში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.