აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების კიდევ 336 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების კიდევ 336 შემთხვევა გამოვლინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი 183-მა პაციენტმა დაძლია.
სულ ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია 9218 ინფიცირებული, მათგან 113 გარდაიცვალა. მკურნალობას განაგრძობს 3992 პაციენტი.