აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 106-ით გაიზარდა და 3 855-ს შეადგენს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა უკვე 2 399-ს აღწევს.
ამასთან ორით გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც. აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით სულ 46 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე ტესტირება უკვე 259 155 ადამიანს ჩაუტარდა.