აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 2 134 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. დღეის მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 334 992 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 951 ადამიანი.