აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით ვირუსით 23 469 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 596 973 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 7 983 ადამიანი.