აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმვალობაში „კოვიდ-19“-ის 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

8 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 21 916 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 274 ადამიანი, ვირუსისგან ქვეყანაში 13 100 პაციენტი განიკურნა.

დატოვე კომენტარი