აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ის 30 050 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 417 ადამიანი.
აზერბაიჯანში ვირუსისგან განიკურნა 22 684 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 6 949 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.