აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 4 356 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-სგან 2 517 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 39 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 146 679 შემთხვევა, მათ შორის 88 497 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 632 გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში აქტიური შემთხვევების რიცხვი 56550-ს აღწევს.