აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 4 268 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-სგან 4 085 ადამიანი გამოჯანრმთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დაინფიცირების 171 423 შემთხვევა, მათ შორის 107 423 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 883 გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში აქტიური შემთხვევების რიცხვი 61 905-ს აღწევს.