აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 15 378 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 327 987 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 698 ადამიანი.