აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 27 890 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 363 ადამიანი.
ვირუსისგან აზერბაიჯანში 19 490 ადამიანი განიკურნა.
ამ დროისთვის აზერბაიჯანის საავადმყოფოებში 8 037 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.