აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის აზერბაიჯანი მაშტაბით 7 393 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 319 991 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 851 ადამიანი.