აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 148 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯაში „კოვიდ-19“-ის 235 647 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 232 ადამიანი.