აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 36 273 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 106 101 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 256 ადამიანი, ქვეყანაში ვირუსი 68 572 კოვიდინფიცირებულმა დაამარცხა.