აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 3 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ინფიცირებული
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 3 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-სგან 1 598 აპაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 93 094 შემთხვევა, მათ შორის 63 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 131 გარდაიცვალა.
ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი 28 122-ს აღწევს.