აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 3 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 404 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 3 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ისგან 1 404 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში გამოვლენილია ინფიცირების 87 163 შემთხვევა, მათ შორის 60 869 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 079 გარდაიცვალა.
ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი 25 215-ს აღწევს.