აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2 281 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 233 644 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 157 განიკურნა, 3 206 კი გარდაიცვალა.