აზერბაიჯანში გასული 24 საათს განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 26 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ოპერატიული შტაბი აქვეყნებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 21 383 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ვირუსის 263 961 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 3 593 ადამიანი.