აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 239 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 25 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეის მონაცემებით, ქვეყნის მაშტაბით 22 256 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 81 397 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1030 ადამიანი.