აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 005 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 005 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის აზერბაიჯანში 21 337 კოვიდინფიცირებულია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 509 862 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 829 ადამიანი.