აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, 226 კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 7 260 ადამიანს. ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 2 485 483 ტესტია ჩატარებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 231 840 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 173 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 345-ს შეადგენს.