აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა, 165 კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 7 758 ადამიანს. ვირუსის გამოვლენის მიზნით, ჯამში 2 521 394 ტესტია ჩატარებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 232 491 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 187 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 116-ს შეადგენს.