აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 048-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 73 429 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 54 049 გამოჯანმრთელდა, ხოლო 946 გარდაიცვალა.
ამჟამად აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 18 424 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.