აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 519 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 45 პირი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 214 711 შემთხვევა, მათ შორის 168 971 გამოჯანმრთელდა ხოლო 2 499 გარდაიცვალა.
ამჟამად, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 43,241 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.