აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 17 317 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 257 330 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3515 ადამინი.