აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 300 ექიმია. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
ვიკრო გასიმოვის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან როგორც ექიმები, ისე სხვა სამედიცინო პერსონალი. მათგან 65% „კოვიდ-19“-ისგან უკვე განიკურნა.
აზერბაიჯანში კორონავირუსი 1 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი კი განიკურნა.