აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსი 926 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 38 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, ინფიცირებულთაგან 60 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად სულ ცხრა ადამიანია გარდაცვლილი.