აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაავრცელს.
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კოვიდ-19-ით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„რვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ხოლო 11-ის საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“ , – აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.
როგორც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსპიკერმა განაცხადა, კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს ვირუსი ქვეყნის შიგნით გადაეცათ და იმპორტირებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.