აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
5 მაისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 2 060 შემთხვევაა გამოვლენილი, 1 508 გამოჯანმრთელდა, 26 ადამიანი კი დაიღუპა.
ამჟამად, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 526 ადამიანს მკურნალობენ. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დღემდე კორონავირუსზე ტესტი 164 481 ადამიანს გაუკეთეს.