აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 42 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, სულ აზერბაიჯანში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 518 შემთხვევა, აქედან 907 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.
საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 591 პაციენტი, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.