აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 398-ს აღწევს, მათგან 712 ვირუსისგან უკვე განიკურნა. 19 კი დაიღუპა.
ქვეყანაში პირველი აპრილიდან საკარანტინო ზომები მოქმედებს. სამართალდამცველებმა დღემდე, რეჟიმის დარღვევისთვის 31 500 ადამიანი დააჯარიმეს.