აზერბაიჯანში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა 53 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 253 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 404 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.
ამჟამად, აზერბაიჯანის საავადმყოფოებში 836 პაციენტი რჩება, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.
აზერბაიჯანის მთავრობის ცნობით, კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 75 ათასზე მეტი ტესტი.