აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

09:14, 12.05.2020

კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა აზერბაიჯანში. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან ქვეყანაში 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში კორონავირუსს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 589 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1 680 უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, აზერბაიჯანის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 877 პაციენტი მკურნალობს. აზერბაიჯანში ტესტირება 197 545 ადამიანს ჩაუტარდა.

მსგავსი