აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 63 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 21-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.
დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსი 584 ადამიანს დაუდასტურდა, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი დაიღუპა. განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოში ამ დროისთვის 547 ადამიანი მკურნალობს.