აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 559 და გარდაცვალების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 25 672 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 326 ადამიანი. ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 8 651 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.