აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 510 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 25 113 შემთხვევა. აქედან, 16 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 319-ს შეადგენს.

ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 8 644 პაციენტი.