აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანში, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ისგან 62 ადამიანი განიკურნა, სამი კი დაიღუპა.
18 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი აზერბაიჯანში 1 373 ადამიანს დაუდასტურდა, 590 გამოჯანმრთელდა, 18 კი დაიღუპა. განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 765 ადამიანს მკურნალობენ.