აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აქტიური მკურნალობის კურსი 76 ადამიანს უტარდება.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბაქოში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.