აზერბაიჯანში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 1015 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19-ის რეკორდული მაჩვენებელი, 1015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფომრაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 483 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით, 10 636 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 42 516 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 708 პაციენტი გარდაიცვალა.