აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 53 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 006-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 417 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 330 433 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 978 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 3 792 764 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 345 077 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 447 687 მოქალაქეს.